CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

9 წლიდან – როგორ გავხდე ადამიანი

ISBN: 9789941511677

Buy

Author კარენ მაკკომბი
Dimensions 14.5/21
Number of Pages

Age Range

9+ Year

Cover

რბილი

Price

9.90 Gel

Description

კარენ მაკკომბის „როგორ გავხდე ადამიანი“ გულისამაჩუყებელი ისტორიაა ოჯახური ურთიერთობების, უჩვეულო მეგობრობისა და მოზარდების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. ეს არაჩვეულებ­რივი წიგნი გვასწავლის, რა არის მეგობრობის საფუძველი და რო­გორ ვიპოვოთ ნამდვილი მეგობრები, რომლებიც თავს ბედნიერად, თავისუფლად და ლაღად გვაგრძნობინებენ. ამბავი იმით იწყება, რომ პატარა ქალაქ ფეირფილდს, მოულოდნელად, ქარიშხალი დაატყდება თავს. ვარსკვლავბიჭუნას კოსმოსური ხომალდი ავარიულად დაეშვება დედამიწაზე. გადარჩენის მოლოდინში, ის სკოლის სარდაფში იმალება და ადამიანებს აკვირდება – სურს გაიგოს, როგორ იქცევიან და მოქმედებენ ისინი. ცნობისმოყვარე უცხოპლანეტელი ნელ-ნელა გამბედაობას იკრებს, თავშესაფრიდან გამოდის და თავბრუდამხვევი ამბებიც იწყება... ერთი შეხედვით სამეცნიერო ფანტასტიკა, სინამ­დვილეში, ღრმა და ამაღელვებელი ნაწარმოებია, მნიშვნელოვანი და აქტუალური თემებით. სწორედ ამიტომ, ის შესანიშნავი არჩევანია არამხოლოდ დამოუკიდებლად წასაკითხად, არამედ წიგნის კლუბებში სამუშაოდ, საინტერესო დისკუსიებისა და განხილვებისთვის.