კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

მადამ ბოვარი

ISBN: 9789941489556

ყიდვა

ავტორი გუსტავ ფლობერი
ზომა
გვერდების რაოდენობა

ასაკი

მოზრდილთა ლიტერატურა

ყდა

რბილი

ფასი

11,90 ₾

აღწერა

ლიტერატურის ისტორიაში ძალზე იშვიათია შემთხვევა, როდესაც მწერალს პირველივე ნაწარმოებით საყოველთაოდ აღიარებენ. ასეთია გუსტავ ფლობერის „მადამ ბოვარი”, რომლის მთავარი გმირი, ფერმე-რის ქალიშვილი, მონასტერში აღზრდამიღებული ემა რუო, რომანტიკული იდეებით იკვებება და საკუთარი ფანტაზიებით ცხოვრობს – მიისწრაფვის „საკუთარი სიმართლის” განხორციელებისკენ. მას შემდეგ, რაც ერთ პროვინციელ, უნიჭო ექიმზე გათხოვდა, მალევე მიხვდა, რომ ცოლქმრული ცხოვრება მისთვის დამამცირებელი იყო. თითქოს ბედი დასცინოდა ემას. რა ხდებოდა? რატომ იყო ემასთვის ქმრის ოჯახი მოსაწყენი? რატომ ვერ შეამჩნია ქმარმა, როდესაც იგი სულ მალე გაქნილ მექალთანეს გადაეყარა? რატომ გააბრუა ემა მისმა ჰაეროვანმა ფრაზებმა? რატომ ჩაეშვა ცხოვრების ჭაობში? რატომ ვერ აიცილა მოსალოდნელი კატასტროფა? რატომ არ მოსწონდა ყალბი გრძნობებითა და ყალბი პოეტურობით შეპყრობილ მადამ ბოვარს გარემომცველი საზოგადოება? რატომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით? რა იყო ბოვარის ოჯახის განადგურების მიზეზი? ამ კითხვებზე პასუხებს მკითხველი სტრიქონებს შორის თავად ამოიკითხავს და ჩვენი ცხოვრების მარადიულ თემებზე კიდევ ერთხელ დაფიქრდება. ემას სწრაფვას ზოგი „ადამიანურობის იდეალებთან სიახლოვედ”, ზოგი „ფაუსტისებურ შფოთვად” მიიჩნევს. კამათი ამ რომანის ირგვლივ, რომელიც ამომწურავად აღწერს ქალისა და სოციუმის პრობლემებს, დღემდე გრძელდება. გუსტავ ფლობერის გენიალობაც სწორედ ისაა, რომ ბოვარიზმი დღე-საც ისეთივე აქტუალურია, როგორც მის ეპოქაში.