კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

ანბანობანა

ISBN: 9789941489297

ყიდვა

ავტორი ირმა მალაციძე
ზომა 21.5/27.9
გვერდების რაოდენობა

140

ასაკი

5-8 წელი

ყდა

რბილი

ფასი

13,90 ₾

აღწერა

ჩემო პატარა მკითხველო, შენ, ალბათ, უკვე ისწავლე ანბანი. დარწმუნებული ვარ,
დამოუკიდებლად კითხვაც შეგიძლია, რაც ძალიან, ძალიან სასიამოვნო პროცესია. ახლა
კი დროა, კითხვაში უკეთ გაიწაფო, რაშიც „ანბანობანა“ დაგეხმარება. ამ წიგნს ეს სახელი
იმიტომ დავარქვი, რომ სიახლისა და მხიარულებისთვის წინასწარ განეწყო.
გახსოვს, რამდენი ასოა ქართულ ანბანში? რა თქმა უნდა, 33! გაგიკვირდება და ამ წიგნში
აღმოაჩენ 33 სახალისო ამბავს, ლექსს, რითმოცანას, ანდაზას, კროსვორდს, რებუსსა და
ჩქარსათქმელს. თუ დამიჯერებ, კითხვა არ გაგიჭირდება. ჩქარსათქმელსაც იოლად
გაართმევ თავს, მთავარია, რამდენჯერმე წაიკითხო და გაიმეორო: ჯერ ნელა, მერე ცოტა
სწრაფად, მერე უფრო სწრაფად – ეს ძალიან სახალისოა! რებუსებისა და კროსვორდების
ამოხსნითაც დიდად ისიამოვნებ.
რაც მთავარია, ანბანის ყველა ასოს საკუთარი ამბავი ახლავს. თითოეულ ამბავში კი,
ხშირად ვიყენებ სიტყვებს იმ ასოებით, რომელზეც ეს ზღაპარია დაწერილი. ალბათ,
გაიფიქრებ, ეს რა საჭიროაო, ჰოდა, აქვე გიპასუხებ, ეს ყველაფერი ახალი სიტყვების
დასწავლაში დაგეხმარება, თანაც ისე ეფექტურად, რომ თავადაც გაოცდები!
ხედავ, რამდენი სახალისო ამბავი გელის? ასე რომ, დროს ნუ დაკარგავ! წიგნის გმირები:
მაიმუნი მარგო, ურნა უგო, შაშვი შუშანა, გუგული გუგულა, ყარყატი ყიყო და სხვები,
მოუთმენლად ელიან შენთან შეხვედრას.

მაშ, დავიწყოთ?..