CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

13 წლიდან - ცერცვისტოლა ამბები

ISBN: 9789941511554

Buy

Author ნინო ქადაგიძე
Dimensions 15/21
Number of Pages

144

Age Range

12+ Year

Cover

რბილი

Price

8.90 Gel

Description

მინიატიურების ამ კრებულში შეხვდებით უცნაური სახელების მქონე უცნაურ ადამიანებს, რომლებსაც მზე და მთვარე ერთად დაუდით ეზოში, რომელთა არც ჩრდილები და არც სხეულები სააქაოსი არ არიან. უდროობიდან, უჟამობიდან მოვიდნენ და ისევ უდროობასა და უჟამობაში გადაბარგდნენ თავიანთი რძე-ნისლიანი განთიადებითა და უსიამოვნო ღამეებით. შეიტყობთ მათ სიხარულსა და ტკივილზე, მათ დამოკიდებულებაზე სამყაროს მიმართ. ისინი უხვი შინაგანი ბუნებით გაგაოცებენ. შეხვდებით ერთი ცულის ტარზე მცხოვრებ ცოლ-ქმარს, სიტყვის კაც სისოის, მეწისქვილე თათეს, კუზიან თალალეს, წყალიკრეფია წათეს, მიხა პაპას გორშეღმადან, კონიას, ხარა ბერიასა და სხვათა და სხვათა... რომელთა ზამთარიც მგლის ერთი გაბმული ყმუილია, გაზაფხული – ჯაგრცხილებიდან ამოვარდნილი იის სურნელი, ზაფხული – ხახაში გადაცდენილი ხვატი და ლული, შემოდგომა კი – ახვავებული, ხაზალი, ფურცელფერადი, ბროწოლაანთ ქალის კომშივით ყვითლად მობურბურე, მსხმოიარე, ნარუქი. მინიატიურების პერსონაჟები ქვამარილივით გალეული გზებით დაიარებიან.

კრებული ლექსიკური თვალსაზრისითაც მდიდარია ქართული სიტყვის მარაგით. თუმცა ეს სიტყვები ჩვენს მახსოვრობაში ცოცხლობენ, არსებობენ, სუნთქავენ, მაგრამ ყოველდღიურ საუბარში აღარ ვიყენებთ. ამიტომ კრებულს ბოლოში ერთვის განმარტებითი ლექსიკონი.