| ავტორი | კარლ ფრუდე თილერი | 
|---|---|
| ზომა | 10.9/18 | 
| გვერდების რაოდენობა | 
                                             332  | 
                                    
| ასაკი | 
                                             მოზრდილთა ლიტერატურა  | 
                                    
| ყდა | 
                                             რბილი  | 
                                    
| ფასი | 
                                             8.90 ₾  | 
                                    
აღწერა
კარლ ფრუდე თილერის რომანმა “წრეში” ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო. იგი თარგმნილია მრავალ ენაზე. რომანში აღწერილია სამი ახალგაზრდის ისტორია. ერთ-ერთმა მათგანმა მეხსიერება დაკარგა, ფსიქოლოგი კი პაციენტის ნაცნობ-მეგობრებს სთხოვს, წერილებით მისწერონ ყველაფერი, რაც მის შესახებ იციან; ეს მეხსიერების აღდგენასა და საკუთარი თავის შეცნობაში დაეხმარება. პარალელურად თვალს ვადევნებთ მეგობრების ცხოვრებას. ხელოვნებითა და მუსიკით გატაცება, თინეიჯერული პროტესტი, რწმენის დაკარგვა და თვითგამორკვევის პროცესში მყოფი ახალგაზრდები – ეს ის თემებია, რაზეც ამ წიგნში წაიკითხავთ. მოვლენების მძაფრი და ანალიზური თხრობა, აწმყოსა და წარსულის მონაცვლეობა რომანის შინაარსს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.