ელფის გამომცემლობა 1996 წლის 23 აპრილს დააარსა ჟურნალისტმა თინათინ დიდებულიძემ.
გამომცემლობა დაფუძნების დღიდანვე უამრავ საერთაშორისო პროექტშია ჩართული, რისთვისაც ბიზნეს ინიციატივების საერთაშორისო ასოციაციამ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. 
    ელფის გამომცემლობის წიგნები ყოველწლიურად წარმოდგენილია ფრანკფურტის (გერმანია) წიგნის მსოფლიო და ბოლონიის (იტალია) საბავშვო წიგნის ფესტივალებზე.
    დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 1997 წელს, ელფის გამომცემლობა პირველი იყო, რომელმაც ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ქართული საავტორო უფლება გაყიდა.
     2000–2002 წელს ელფის გამომცემლობის ბაზაზე გამოდიოდა პირველი პროფესიონალური ჟურნალი გამომცემელთათვის: „ჩვენ გამომცემლები“ და გაზეთი „გამომცემლები“ („დილის გაზეთთან“ ერთად).
     2001 წელს ელფის გამომცემლობამ გამოსცა პირველი სახელმძღვანელო გამომცემელთათვის და საგამომცემლო საქმით დაინტერესებული სტუდენტებისთვის: „მომავლის გამომცემლები, მარკეტინგი და მენეჯმენტი“ (გერმანიის წიგნის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭრით).
     დღესდღეობით ელფის გამომცემლობა ერთ-ერთი წამყვანი გამომცემლობაა საქართველოში.
 
გამომცემლობის მისია:  
     თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, ინტელექტუალურად ღირებული, სალიტერატურო ენის ნორმების სრული დაცვით შედგენილი ეროვნული და კომუნისტური რეჟიმის დროს ცენზურული ლიტერატურის ხელახლა თარგმნა და მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემა.
დამწყებ მთარგმნელთა და საბავშვო მწერალთა ხელშეწყობა.
 
ჩვენი ძირითადი საგამომცემლო პრიორიტეტებია:
   საბავშვო მხატვრული და შემეცნებით-საგანმანათლებლო ლიტერატურა; ენციკლოპედიები, ატლასები და სხვა.