CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

ცოცხალმკვდარნი

ISBN: 9789941464539

Buy

Author ჯემ მუმჯუ
Dimensions 10.9/18
Number of Pages

108

Age Range

Adult Literature

Cover

რბილი

Price

6.90 Gel

Description

ჯემ მუმჯუ თავის რომანში ,,ცოცხალმკვდარნი'' მთელი სიმძაფრით გადმოსცემს ადამიანურ სისუსტეებს, მანკიერებებს, უფრო მეტიც, სულიერ სიმახინჯეებს. ამაში, მწერალს ალბათ მისი მეორე პროფესიაც ეხმარება: იგი ხომ ცნობილი ფსიქიატრია და ხშირად უწევს სულის ხვეულებში მოგზაურობა. წიგნის კითხვისას, დროდადრო, გვაძრწუნებს გმირების (თუ ანტიგმირების?!) ქმედებები, სიმწრის ოფლი გვასხამს და საკუთარ თავს ვეკითხებით: ნუთუ?.. მწერალს არ ეშინია თვალი გაუსწოროს საკუთარ, თუ, ზოგადად, ადამიანის შინაგან სამყაროს. ჩვენც გვაიძულებს გამოვფხიზლდეთ და ავირჩიოთ ჩვენი გზა. რომანში მთელი სისავსით დგას მარადიული პრობლემა კეთილისა და ბოროტის, ნათელისა და ბნელის ჭიდილი. ეს არის წიგნი სიკვდილზე, მაგრამ ამავე დროს, თვითგადარჩენის, ჭაობიდან ამოსვლის, სიცოცხლის საოცარ წყურვილზე. მთავარი კითხვა, რომელიც ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ გიჩნდებათ, არის: შეუძლია ადამიანს დაამარცხოს მის სულში ჩაბუდებული დემონი?