Author | ემილ ზოლა |
---|---|
Dimensions | |
Number of Pages | |
Age Range |
Adult Literature |
Cover |
რბილი |
Price |
11,90 Gel |
Description
„ქალთა ბედნიერება” პარიზის უდიდესი სავაჭრო გალერეაა – ზოლასდროინდელი საფრანგეთის საოცრება, რომელიც წვრილი მოვაჭრეების ძვლებზე წარმოიშვა; სადაც ყველაფერს კონკურენციის ძალა მართავს და უფლებას ანიჭებს ძლიერებს, შთანთქან სუსტები. პარიზის ამ „მონსტრის” შემქმნელი, „ქალთმცოდნეობის სპეციალისტი” ოქტავ მურე წარმატებას უმადლის საკუთარ ფილოსოფიას – ქალები ყოველთვის ცდუნების მსხვერპლნი ხდებიან, რადგან გიჟურ მოდას აყოლილნი, ოჯახის ბიუჯეტს ანადგურებენ. მისი მაღაზიისთვის ქალი დედოფალია, რომელსაც ელაქუცებიან, ყურადღებას არ აკლებენ და მის სისუსტეს ბოროტად იყენებენ; იმ შეყვარებული დედოფალივითაა, რომელსაც ქვეშევრდომები ყიდიან და, რომელიც თითოეული კაპრიზის საფასურს საკუთარი სისხლის წვეთებით იხდის. მურე ქალს ტაძარს უგებდა, ნოქრებს აიძულებდა, გუნდრუკი ეკმიათ მისთვის, ახალი კულტის რიტუალს ქმნიდა, ახალ-ახალ საცდურებს იგონებდა, მაგრამ, როცა საფულეს დაუცარიელებდა და ნერვებს აუშლიდა, სწორედ მაშინ დასცინოდა. ყველა ქალი ჩემი საკუთრება, ჩემი ნივთიაო, ფიქრობდა, თუმცა „ქალთა მესაკუთრე” ერთ დღეს თავად იგრძნობს თავს სხვის საკუთრებად!