CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

ღამეული გართობანი ისტორიის მიღმა

ISBN:

Buy

Author რაფაელ საბატინი
Dimensions 16.5/22.5
Number of Pages

348

Age Range

Adult Literature

Cover

რბილი

Price

9.90 Gel

Description

რაფაელ საბატინის ეს ისტორიული რომანი ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აქ აღწერილი, მწერლის მიერ განსხვავებული მხრიდან და ნახული ევროპის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები, რომლებიც დღემდე იდუმალებითაა მოცული, კომუნისტურ იდეოლოგიას არ მოეწონებოდა. ,,ამ ნაწარმოების წერისას ვცდილობდი, რაც შეიძლება სრულად გამეცოცხლებინა დღემდე შემორჩენილ ჩანაწერებში დახვავებული ასე თუ ისე ცნობილი ამბები და თავისებური ელფერი მიმენიჭებინა მათთვის. ჩემი განზრახვის აღსასრულებლად კაცთა ვნებათაღელვის მეოხებით მათ თავსგადამხდარი უჩვეულო ამბების ასახვა მოვინდომე; იმავდროულად, მათ ერთ მთლიან ამბად შეკვრას ვცდილობდი; მინდოდა ჩანაწერებში დაცული ფაქტები შეულამაზებლად გადმომეცა და წარმოსახვისთვის გასაქანი არ მიმეცა. და თუ მაინც ვუხმობდი წარმოსახვას, მხოლოდ მაშინ, როდესაც ისტორია უღიმღამო მონახაზებს გვთავაზობდა და აუცილებელი იყო მათი ფერებით გაცოცხლება; თუმცა, მაინც ვცდილობდი, სინამდვილეს მივახლოვებოდი და, რაც შეიძლება, ბუნებრივად ამესახა იგი. “_ წერდა ამ წიგნის შესავალში თანამედროვე ბელეტრისტიკის ალექსანდრე დიუმად წოდებული ინგლისელი მწერალი.