CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

11 წლიდან - სოლომონ მეფის საგანძური

ISBN: 9789941475931

Buy

Author ჰენრი რაიდერ ჰაგარდი
Dimensions 14.5/21
Number of Pages

240

Age Range

11+ Year

Cover

რბილი

Price

7,90 Gel

Description

 ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის მიზნით, ინგლი­სის არისტოკრატები შვილებს თავიანთ კოლონიებში აგზავნიდნენ. ასე მოხვდა 19 წლის ჰაგარდი ოქროს საბადოებით განთქმულ სამხრეთ აფრიკაში. დაკვირვებულმა, ცნობისმოყვარე და სხარტი გონების ახალგაზრდამ შეისწავლა შავკანიანთა ტომების ადათ-წესები, ლეგენ­დები და მითები. მას თავს გადახდა უამრავი რამ, რაც შემდგომ თავის რომანებში აღწერა. `სოლომონ მეფის საგანძური~ სულ რამდენიმე დღეში გახდა ბესტსელერი. ასეთი დიდი წარმატება, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა ოქროსმაძიებელთა უდიდესმა ინტერესმა. ისინი სოლომონ მეფის საგანძურის ზუსტი ადგილსამყოფელის გამხელას სთხოვდნენ მწერალს. მაგრამ ამ რო­მანის წარმატების მიზეზი მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო, მაშინვე ჩაიფერფლებოდა, როგორც კი საზოგადოების ინტერესი შესუსტდა სამხრეთ აფრიკისადმი. ამ წიგნში ცოცხლობენ  ვაჟკაცური ხასიათით, პირ­დაპირობითა და კეთილშობილებით გამორჩეული გმირები. ისინი ბევრ რა­მეს ასწავლიან და ბევრ რამეზე დააფიქრებენ მოზარდს, რომელსაც წინ დიდი გზა აქვს გასავლელი... ამიტომაცაა, რომ ამ მარტივი, ყოველგვარი მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე დაწერილ წიგნს დღემდე გატაცებით კითხულობენ მთელ მსოფ­ლი­ოში და ასე იქნება მუდამ, რადგან კლასიკა უკვდავია!