Author | ჰექტორ მალო |
---|---|
Dimensions | 14.5/21 |
Number of Pages |
240 |
Age Range |
8+ Year |
Cover |
რბილი |
Price |
6,90 Gel |
Description
ფრანგი რომანისტი ჰექტორ მალო (1830-1907) ამ წიგნში პატარა ბიჭის, რემის, თავგადასავალს გვიყვება. რემიმ არ იცის, ვინ არიან მისი მშობლები და მათ ეძებს საფრანგეთსა და ინგლისში. ამ ქვეყნებში მასთან ერთად თქვენც იმოგზაურებთ; გაეცნობით უბრალო ხალხის ყოფას, ადათ-წესებს; გაიგებთ, როგორია ცხოვრება იქ, სადაც ადამიანურ ღირსებაზე მაღლა ფული დგას. ფულის გამო ადამიანები სჩადიან დანაშაულს, ივიწყებენ ნათესაურ მოვალეობას, კეთილშობილებას... მესაკუთრეების სამყაროში ყველაფერი იყიდება, მათ შორის _ ბავშვებიც. რემის წარმოდგენაში ოჯახი სიყვარულისა და ბედნიერების წყაროა _ ერთადერთი საიმედო საყრდენი, რომ გადაურჩე მკაცრ და უსამართლო რეალობას, სადაც პოლიცია, სასამართლო, სატუსაღო _ ყველაფერი უბრალო ხალხის წინააღმდეგაა. ეს წიგნი გასწავლის, რომ სულიერი მხნეობა უკიდურესი გაჭირვების დროსაც არ უნდა დაკარგო. გასწავლის, რა მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში მეგობრობა, სიკეთე, პატიოსნება, კეთილშობილება, გამბედაობა და სიყვარული. `უსახლკაროს~, გამოცემიდან მრავალი წლის შემდეგაც, დიდი ინტერესით კითხულობენ ბავშვები მთელ მსოფლიოში.