CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

10 წლიდან - პატარა პრინცესა

ISBN: 9789941475481

Buy

Dimensions 14.8/21
Number of Pages

244

Age Range

10+ Year

Cover

რბილი

Price

6.90 Gel

Description

ყველა თავის ზღაპარში ცხოვრობს  შენც, მეც და ამ წიგნის გმირებიც! პრინცესად ან პრინცად გადაქცევაც ნებისმიერს შეუძლია, რადგან ეს არც გარეგნობას უკავშირდება და არც სიმდიდრეს. მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, თუ რას ფიქრობ ან როგორ იქცევი. შესაძლოა, ზოგჯერ ხელცარიელი იყო, მაგრამ გული ყოველთვის სავსეა და შეგიძლია სითბო, სიკეთე, თანადგომა და ღიმილი გასცე... რაც არ უნდა მოხდეს, ამას ვერაფერი შეცვლის! თუნდაც ძონძები მეცვას, მაინც პრინცესად დავრჩები! როცა ოქრომკედით ნაქარგი სამოსი გაცვია, პრინცესობაც იოლია, მაგრამ ნამდვილი გამარჯვება ის არის, თუ პრინცესად ნებისმიერ შემთხვევაში დარჩები... მაშინაც კი, როდესაც ამის შესახებ არავინ იცის! გადაწყვიტა პატარა სარამ და სიტყვა შეასრულა კიდეც. გაინტერესებს, როგორ მოახერხა სარა ქრიუმ, ნამდვილზე ნამდვილი პრინცესა გამხდარიყო? მაშ, გადაფურცლე მისი თავგადასავალი და დაიმახსოვრე, თუ სიკეთითა და სიყვარულით სავსე გულით გაჰყვები ლამაზ ოცნებებს, ცხოვრებას შენც სულ იოლად გადააქცევ ჯადოსნურ ზღაპრად.

თარგმანი და წინასიტყვაობის ავტორი – ია კოროშინაძე